საველე კვლევები ისპანის ჭაობში

05 მაისი 2022, 10:28 796 ნახვა

საველე კვლევები ისპანის ჭაობში.   ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის  სტუდენტებმა  დაცული ტერიტორიის ტორფნარში სტრატეგიული ჭრილების ნიმუშების აიღეს. ისინი ამ ფორმით საველე კვლევების სპეციფიკას გაეცნენ.

პროცესში ახალგაზრდებთან ერთად ფონდ ,,კავკასიის“  მეცნიერმუშაკებიც მონაწილეობდნენ.

ისპანის უნიკალური ჭაობი - მსოფლიოში ერთადერთი მფილტრავი სფაგნუმური ჭაობია. 

უკვე 25 წელია  რამსარის კონვენციის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ტერიტორიაა აჭარაში, რომელიც ქობულეთის დაცულ ტერიტორიას ეკუთვნის.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში