ევროკავშირი უკრაინისთვის მარშალის ევროპულ გეგმას იწყებს - შარლ მიშელი 

05 მაისი 2022, 10:51 576 ნახვა

ევროკავშირი უკრაინისთვის მარშალის ევროპულ გეგმას იწყებს - აცხადებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.  შარლ მიშელის თქმით, დონორთა კონფერენცია, რომელიც პოლონეთის დედაქალაქში გაიმართება, ათვლის წერტილი გახდება უკრაინის ევროპული მარშალის გეგმისთვის.

მიშელმა ასევე დაასახელა სამი პრიორიტეტი და სამი მიზანი, რომელსაც ის სატრასტო ფონდის გამოსაყენებლად ხედავს. პირველი, ჰუმანიტარული დახმარება. მეორე მიზანი – ლიკვიდურობა და მესამე – ქვეყნის აღდგენა.

აქვე გეტყვით, რომ უკრაინის მხარდასაჭერად საერთაშორისო დონორთა კონფერენცია პოლონეთსა და შვედეთში ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის მხარდაჭერით იმართება და  მასში   საქართველოს პრემიერ-მინისტრიც მონაწილეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში