ვითარება მარიუპოლში

05 მაისი 2022, 12:01 837 ნახვა

რუსეთი არ წყვეტს შეტევით ოპერაციებს აღმოსავლეთის ოპერაციულ ზონაში იმ მიზნით, რომ დაამყაროს სრული კონტროლი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიაზე, ხოლო დროებით ოკუპირებულ ყირიმთან  შეინარჩუნოს სახმელეთო დერეფანი. ამის მიუხედავად რუსებმა რამდენიმე დასახლებულ პუნქტზე კონტროლი მაინც  დაკარგეს.  

უკრაინის გენ-შტაბი რუსეთის მორიგ დანაკარგზე ავრცელებს ინფორმაციას, პარალელურად კი ბლოკადაში მოქცეული ფოლადის ქარხანის ინტენსიური დაბომბვა გრძელდება. „აზოვსტალში“  ,,თუ სადმე ჯოჯოხეთი არსებობს, ის „აზოვსტალშია“, - ამბობს  მარიუპოლის მერის მრჩეველი. ზოგიერთ რაიონში საომარი მოქმედებები უკვე ქარხნის გალავნის მიღმაა“,- განაცხადა ანდრიუშენკომ.

აზოვის ბატალიონი დანებებას არ აპირებს, თუმცა მძიმე დაპირისპირების პარალელურად ვიგებთ, რომ აზოვსტალის ქარხანაში შესასვლელი საიდუმლო გვირაბების შესახებ რუს სამხედროებს ინფორმაცია მიაწოდა   ქარხნის ყოფილმა თანამშრომელმა.  შტურმი ახლა, სწორედ ამ გვირაბებში მიმდინარეობს.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში