შავი ლომი VS ლუზიტანუში 

05 მაისი 2022, 13:02 778 ნახვა

7 მაისს, პირველი ქართული ფრენჩაიზი, „შავი ლომი“ ევროპის სუპერთასის ფინალურ შეხვედრას გამართავს. ქართველი მორაგბეები ლისაბონში „ლუზიტანუშს“ შეხვდებიან.

გამარჯვების შემთხვევაში, ლევან მაისაშვილის გუნდი ტურნირის ჩემპიონი გახდება, რაც გუნდის შექმნიდან 9 თვის თავზე ნამდვილად წარმატებული შედეგი იქნება.

ლისაბონში გამგზავრებამდე „შავმა ლომმა“ შევარდენის სარაგბო ბაზაზე ივარჯიშა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში