ბინები დევნილებისთვის

05 მაისი 2022, 14:03 712 ნახვა

თბილისში, ახალაშენებულ კორპუსში, იძულებით გადაადგილებულ 40 ოჯახს ახალი ბინები გადაეცა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი ფართები ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებმა დევნილებმა მიიღეს.

ჯანდაცვის სამინსიტროს ინფორმაციით, ყოფილ სანატორიუმ „ქართლის“  შენობაში მცხოვრები 85 ოჯახი უკვე განსახლდა.

დარჩენილი 55 ოჯახის  საცხოვრებლით უზრუნველყოფა, წლის ბოლომდე მოხდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში