აშშ-ის დაზვერვა უკრაინას რუსი გენერლების ლიკვიდაციაში ეხმარება - ნიუ იორკ თაიმში

05 მაისი 2022, 13:06 706 ნახვა

აშშ უკრაინულ ძალებს დაზვერვის ინფორმაციას აწვდის, რომელიც მათ უკრაინის ტერიტორიაზე რუსი გენერლების მიზანში ამოღებისა და ლიკვიდირების შესაძლებლობას აძლევს -  ამის შესახებ New York Times ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით იუწყება. გ

ამოცემის ცნობით, უკრაინული მხარისთვის გადაცემული  ინფორმაცია რუსული ჯარის გადაადგილების მარშრუტებსა  და მობილური სამხედრო შტაბების მდებარეობას მოიცავდა, რომელსაც უკრაინული ძალა თავდასხმების განსახორციელებლად იყენებდა.

უკრაინის ოფიციალური პირები არ ასახელებენ, რამდენი რუსი მაღალჩინოსნის ლიკვიდირება შეძლეს ამერიკული დაზვერვის ინფორმაციით. ამასთან, როგორც ცნობილია თეთრი სახლის პრესსპიკერმა New York Times-ის აღნიშნული სტატია გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მისი სათაური შეცდომაში შემყვანი და უპასუხისმგებლოა.

ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ედრიენ უოტსონმა განმარტა, რომ აშშ უკრაინას აწვდის საბრძოლო ველზე დაზვერვის ინფორმაციას, რათა „დაიცვან თავისი ქვეყანა“, თუმცა ეს „რუსი გენერლების მოკვლის განზრახვას არ ატარებს“ .

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში