მტერმა „აზოვსტალზე“ კონტროლის დაწესების მიზნით ავიაციის მხარდაჭერით შტურმი განაახლა-უკრაინის გენშტაბი

06 მაისი 2022, 10:08 967 ნახვა

ქალაქ მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ბლოკირება გრძელდება.  მტერმა, ქარხნის ტერიტორიაზე კონტროლის დაწესების მიზნით, ავიაციის მხარდაჭერით, შტურმი განაახლა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული. 

კრემლის ინფორმაციით კი, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინამ თავის მებრძოლებს, რომლებიც ალყაში მოქცეულ "აზოვსტალის" ფოლადის ქარხანაში არიან, უნდა უბრძანოს, იარაღი დაყარონ.

მათივე განცხადებით, რუსეთი, ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოდ გასაყვანად, კვლავ მზად არის.  გვიან ღამით ლეგიონ „აზოვის“ მედიკოსმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც თურქეთის პრეზიდენტს დახმარებას სთხოვს.  ის მოუწოდებს რეჯეფ თაიფ ერდოღანს, რომ მარიუპოლში მდებარე ქარხნის ტერიტორიიდან ყველა მოქალაქისა და მათ შორის მებრძოლების გაყვანაც მოხერხდეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში