გორგასლის ქუჩაზე მრავალბინიანი სახლის მშენებლობის ნებართვის მოქმედება შეჩერდა - მერია 

06 მაისი 2022, 12:01 1458 ნახვა

ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ, შპს „გრინკო გორგასალის“ სახელზე, მრავალბინიანი სახლის მშენებლობის ნებართვის მოქმედება შეაჩერა და ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

''ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ წარმოადგინონ საკუთარი მოსაზრებები'' - წერია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, ნებართვის შეჩერება მოქალაქეთა მიმართვის საფუძველზე მოხდა. 

''როგორც კომპანიას, ასევე მოქალაქეებს საშუალება ექნებათ წარმოადგინონ დამატებითი არგუმენტები. ერთია ფაქტობრივ-სამართლებრივი გარემოება, მეორეა ზეპირ მოსმენაზე წარმოდგენილი ის კონკრეტული გარემოებები, რის შემდეგაც, მივიღებთ გადაწყვეტილებას. 

ეს არის ძველი გაცემული ნებართვა, მოქალაქეების უკმაყოფილების საფუძველზე კი მისი შეჩერება მოხდა. ადმინისტრაციული წარმოების დროს მოსმენაზე დეტალები დაზუსტდება'' - განაცხადა ბათუმის მერმა. 

 

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში