რუსულმა ჯარებმა „აზოვსტალთან“ საევაკუაციო ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს - უკრაინული მედია

06 მაისი 2022, 16:55 1137 ნახვა

რუსულმა ჯარებმა დაარღვიეს მარიუპოლში „დუმილის“ რეჟიმი და ცეცხლი გაუხსნეს საევაკუაციო მანქანას, რომელიც აპირებდა "აზოვსტალიდან" მშვიდობიანი მოსახლეობის აყვანას: დაიღუპა 1 ჯარისკაცი, დაშავდა 6. ინფორმაციას უკრაინული მედია ,,აზოვის'' პოლკზე დაყრდნობით ავრცელებს.

"აზოვსტალის'' ქარხნის ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დროს რუსებმა ტანკსაწინააღმდეგო სისტემების გამოყენებით მანქანას დაარტყეს. ეს მანქანა მშვიდობიანი მოსახლეობისკენ მოძრაობდა ქარხნიდან მათი ევაკუაციის მიზნით. სროლის შედეგად დაიღუპა ერთი მებრძოლი და დაიჭრა ექვსი"- აცხადებენ "აზოვის" პოლკში.

​მათივე განმარტებით, მტერი აგრძელებს ყველა შეთანხმების დარღვევას და არ ასრულებს უსაფრთხოების გარანტიებს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის დროს.

პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსული ძალები ხერსონიდან ევაკუაციას ხელს უშლიან. ხერსონის რაიონული საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, ევაკუაციის მსურველ მოსახლეობას ოკუპანტები ავიწროებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში