მარეთობის დღესასწაული

06 მაისი 2022, 19:42 1445 ნახვა

,,მარეთობა" მაღალმთიანი აჭარის ტრადიციული სახალხო დღესასწაულია, რომელიც შუახევის მუნიციპალიტეტში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის აგებას უკავშირდება. მარეთობას წინ უსწრებდა მასობრივი ნათლობა. გარდა რელიგიურისა, მის შემადგენლობაშია ტრადიციული ხალხური თამაშები და კულტურული ღონისძიებები ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით. მარეთის ხეობა მდინარე ჩირუხისწყლისა და მისი შენაკადის- ტბეთისწყლის  ტერიტორიებზე მდებარეობს და ოთხ თემსა და ოცდახუთამდე სოფელს მოიცავს.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში