კოკა კაციტაძემ და გიორგი კვარაცხელიამ დასავლეთ საქართველოს თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართეს

06 მაისი 2022, 21:37 883 ნახვა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ და უფროსის პირველმა მოადგილემ, გიორგი კვარაცხელიამ დასავლეთ საქართველოს თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართეს.

შეხვედრაზე, კოკა კაციტაძე თანამშრომლებს პარლამენტისთვის წარდგენილ საკანონმდებლო ცვლილებებზე ესაუბრა, რაც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დასაქმებული ადამიანების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და სამსახურის დამოუკიდებლობის გაზრდას ისახავს მიზნად.

შეხვედრის მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარეობას დამატებულ 40 მუხლზე, ასევე სამომავლო გეგმებზე და საქმიანობის ძირითად პრინციპებზე. სამუშაო შეხვედრაზე, საუბარი შეეხო დაზარალებული მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით დასახულ კონკრეტულ გეგმებს.

დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახური განაგრძობს გაფართოებას და დამატებითი რეგიონალური ოფისების გახსნას კახეთსა და სამეგრელოში გეგმავს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში