გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 

07 მაისი 2022, 11:02 986 ნახვა

გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა, მათ შორის, რუსეთმა, მიიღეს ტექსტი, რომელშიც გამოხატულია "ღრმა შეშფოთება უკრაინაში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების შესახებ".

ეს არის საბჭოს პირველი ოფიციალური განცხადება, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სამხედრო ინტერვენცია დაიწყო. რეზოლუციის ტექსტი მექსიკისა და ნორვეგიის წარმომადგენლებმა შეადგინეს. გაეროში ნორვეგიის მუდმივი წარმომადგენელი კი აცხადებს, რომ გაეროს ოჯახის, საერთაშორისო და ეროვნული პარტნიორების გმირული ძალისხმევით, ის მხარს უჭერს უკრაინას:დღეს მიღებული გადაწყვეტილება ცხადყოფს, რომ უშიშროების საბჭო, გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და მისი გენერალური მდივნის მხარდაჭერაში ერთიანია. ვცდილობთ დიპლომატიური გზების პოვნას, აცხადებენ ორგანიზაციაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში