23 დაკავებული წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება

07 მაისი 2022, 14:25 1256 ნახვა

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, სამართალდამცველებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების საფუძველზე, 25 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულთაგან 2 პირი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა, ხოლო სხვა დაკავებულები დროებითი მოთავსების იზოლატორში არიან გადაყვანილი.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია რომ აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლის წინ გაშალეს კარვები და გამოიწვიეს გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად ბლოკირება.

როდესაც აქციის მონაწილეთა რაოდენობა შემცირდა, აღარ იყო აუცილებლობა გზის გადაკეტვის პოლიციამ უზრუნველყო საზოგადოებრივი წესრიგის და საგზაო მოძრაობის აღდგება.პოლიციის მხრიდან არაერთი მოწოდებისა და გაფრთხილების მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების კანონიერ მოთხოვნას გაეთავისუფლებინათ გზა, განაგრძეს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რის შემდეგაც მოხდა მათი დაკავება.

დაკავებულების ერთ-ერთი ადვოკატის ინფორმაციით მხოლოდ ნაწილის ადგილსამყოფელის შესახებ იციან და ნაწილთან ამ დრომდე დაკავშირება ვერ ხერხდება. ირაკლი ფაღავა ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და თვლის რომ შსს მოქმედება პოლიტიკურად მოტივირებულია, როდის გაიმართება სასამართლო ჯერჯერობით უცნობია

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში