დაკავებულების სასამართლო პროცესი

07 მაისი 2022, 17:57 1925 ნახვა

ამ წუთებში ბათუმში აქციაზე დაკავებულების ნაწილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომლებსაც ადმინისტრაციული სამართალ დარღვევათა კოდექსის 166 და 173 მუხლების დარღვევას ედავებიან. 

როგორც იცით შსს-მ დააკავა ნაციონალური მოძრაობის წევრები და მხარდამჭერები, მას შემდეგ რაც დაიწყო დაპირისპირება ბათუმში მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ოპოზიციის მიერ განთავსებული კარვების აღების გამო, როგორც უწყებაში განმარტავენ იმ მომენტში უკვე აქციაზე აღარ იყო მონაწილეთა ისეთი რაოდენობა, რომ კანონით ნებადართულიყო გზის სავალი ნაწილის ბლოკირება და აქედან გამომდინარე მათ არაერთხელ მიმართეს აქციის ორგაზინატორებს, თუმცა მათ არ გაითვალისწინეს უწყების წარმომადგენლების მოთხოვნა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეს კარვების აღება, ნაციონალურ მოძრაობაში დაკავებას უკანონოდ თვლიან და აცხადებენ, რომ ამ ყველაფრის უკან მხოლოდ პოლიტიკური მოტივაციაა

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში