პენიტენციური სააკაშვილის მდგომარეობაზე

08 მაისი 2022, 11:09 1237 ნახვა

სპეციალური პენიტენციური სამსახური  მოუწოდებს  პოლიტიკურად ანგაჟირებულ სუბიექტებს თავი შეიკავონ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულირებისგან, რეალობისგან მკვეთრად განსხვავებული აღქმის შექმნისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის ყველა მცდელობისგან. გავრცელებული განცხადების მიხედვით  მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი იმყოფება სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ექიმების 24 საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ, ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევები და სათანადო სამედიცინო შემოწმება შესაბამისი პროფილის ექიმების მიერ.მათივე განცხადებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური.

აცხადებენ, რომ  საჭიროების შემთხვევაში ყოფილ პრეზიდენტს  ჩაუტარდება ყველა აუცილებელი გამოკვლევა და მიეწოდება შესაბამისი მკურნალობა პენიტენციური დაწესებულების ფარგლებს გარეთაც საქართველოში.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მოქმედებს ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის და უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით - წერია ინფორმაციაში.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში