რიგადან ბათუმის მიმართუბით პირველი ფრენა შესრულდა

08 მაისი 2022, 10:56 1505 ნახვა

რიგადან ბათუმის მიმართულებით პირველი ფრენა შესრულდა. პირველი მგზავრებისთვის ბათუმის აეროპორტში ფოლკლორული შოუ და ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.

პირდაპირი რეისით ბათუმს ლატვიის დედაქალაქიდან 150-ზე მეტი ტურისტი ესტუმრა, რომელთა 90%-იც რეგიონში ერთი კვირით გეგმავს დარჩენას და მოგზაურობას.

ლატვიის ეროვნული ავიაკომპანია Air Baltic ბათუმის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს კვირაში ორჯერ სექტემბრის ბოლომდე გააგრძელებს.

ლატვია, ესტონეთისა და ლიეტუვას  შემდეგ კიდევ ერთი ევროპული მიმართულებაა, საიდანაც ბათუმში ფრენები განხორციელდება. რეისები ტალინი-ბათუმი და ვილნიუსი-ბათუმი 2019 წლის ზაფხულის ტურისტულ სეზონზე დაიწყო და ყოველწლიურად ხორციელდება.

ბალტიისპირეთის ქვეყნები აჭარისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ტურისტულ მიმართულებებს წარმოადგენენ, საიდანაც, ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, დაინტესება აჭარის ტურისტული პროდუქტებით ყოველწლიურად იზრდება.

წელს, ბალტიისპირეთიდან ტურისტების მოზიდვის მიზნით აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი მიზნობრივ პიარ და მარკეტინგულ კამპანიებს, ასევე ინფოტურებს გეგმავს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში