ბათუმში დაკავებული 11 პირი სასამართლოს მოლოდინში

08 მაისი 2022, 14:29 973 ნახვა

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთში უნდა.აქციაზე დაკავებული კიდევ 11 პირი მოსამართლემ ხელწერილის საფუძველზე გუშინ გაათავისუფლა, 2 კი დაკავებიდან მალევე გაათავისუფლეს.

დაკავებულთაგან ერთ-ერთს ბათუმის საკრებულოს წევრს, ნოდარ დუმბაძეს ხულოგნობასა და პოლიციაზე დაუმორჩილებლობასთან ერთად  მარიხუანას შეძენა-შენახვას ედავებიან.

ბრალდებას დუმბაძე არ ეთანხმება და აცხადებს, რომ კანონი არ დაურღვევია და მარიხუანას მხოლოდ იმ დოზით მოიხმარს, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს დადგენილი.

მოსამართლემ ორივე საქმე გააერთიანა და უკვე ორივე საკითხზე  25 მაისს იმსჯელებს. ცნობისთვის, სამართალდამცავებმა 6 მაისს აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან  25  პირი დააკავეს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში