უკრაინის სახალხო დამცველის განცხადება

08 მაისი 2022, 20:02 780 ნახვა

უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა აცხადებს, რომ უკრაინაზე აგრესიული თავდასხმის განხორციელებისას, რუსეთის ფედერაციის ჯარები მიზანმიმართულად ბომბავენ სამედიცინო დაწესებულებებს და სამედიცინო ტრანსპორტს, რაც არღვევს უკრაინელების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებას. მისი განცხადებით, ომის დაწყებიდან 10 ექიმი დაიღუპა, 500-მდე საავადმყოფო დაზიანდა, ხოლო 40 სამედიცინო დაწესებულება სრულად განადგურდა.

უკრაინის სახალხო დამცველი აცხადებს, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონი კრძალავს შეიარაღებული კონფლიქტის დროს სამედიცინო პერსონალსა და დაწესებულებებზე თავდასხმებს და მიმართავს თხოვნით გაეროს კომისიას, გამოიძიოს უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის დროს ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში