გიორგი შერმადინის "ტენერიფე" ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია

09 მაისი 2022, 10:16 1214 ნახვა

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი გიორგი შერმადინი "ტენერიფესთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია.

ჩემპიონთა ლიგის ფინალში ესპანური დაპირისპირება ვიხილეთ. „ტენერიფემ“  „მანრესა“ 98:87 დაამარცხა და პრესტიჟული ტიტულის გამარჯვებული გახდა.

შერმადინმა 19 წუთში 14 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში