ევროპის დღე 

09 მაისი 2022, 11:56 1004 ნახვა

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, ევროპის დღეს აღნიშნავს.

ევროპის დღეს კარლ ჰარცელმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ყურადღებას ამახვილებს ევროკავშირისა და საქართველოს საერთო ღირებულებებზე  და კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის სოლიდარობას, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ, განსაკუთრებით, უკრაინის მიმართ. 

წლევანდელი ღონისძიებები რეჟისორ გიორგი ქველიძის მიერ გადაღებული ახალი ფილმის „მე და ევროპა“ ირგვლივ მომზადდა.

ფილმი ევროკავშირისა და საქართველოს საერთო ღირებულებებს წარმოაჩენს და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ადამიანების ისტორიებს გვიყვება.

ევროპის დღე, რომელიც ყოველწლიურად 9 მაისს აღინიშნება, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რობერტ შუმანის 1950 წლის დეკლარაციის პატივსაცემად დაწესდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში