ფაშიზმზე გამარჯვების დღე

09 მაისი 2022, 11:57 818 ნახვა

გვირგვინებით შეამკეს მეორე მსოფლიო ომში მებრძოლის - საქართველოს საზღვაო სანაოსნოს დამფუძნებლის საფლავი. ანატოლი კაჭარავას ხსოვნას პატივი მიაგეს აჭარის მთვარობის, უმაღლესი საბჭოს და მერიის წარმომადგენლებმა, ასევე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თანამშრომლებმა.

მეორე მსოფლიო ომში 60 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა.  მათ შორის 20 მილიონამდე მშვიდობიანი მოქალაქე.

საქართველოდან ამ ბრძოლაში  ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. მათგან დაახლოებით 200 ათასი დაიღუპა ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში