77 წელი ფაშიზმზე გამარჯვებიდან 

09 მაისი 2022, 12:07 864 ნახვა

77 წელი მეორე მსოფლიო ომიდან. ვეტერანები დილიდან თბილისში, კიკვიძის პარკში შეიკრიბნენ, სადაც მათ დღევანდელი დღე მიულოცეს მთავრობის წევრებმა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

საქართველოში ამ დროისთვის მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 173 ადამიანი ცხოვრობს. 

ისინი ერთჯერადად ათას ლარს, ხოლო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 500 ლარს მიიღებენ.

ცოტა ხნის წინ კიკვიძის პარკში პრემიერ მინისტრი იმყოფებოდა.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში