ოკუპანტებმა კვლავ დაიწყეს იერიში "აზოვსტალზე" - მარიუპოლის მერის მრჩეველი

09 მაისი 2022, 12:14 761 ნახვა

მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრ ანდრიუშჩენკომ განაცხადა, რომ რუსმა დამპყრობლებმა "აზოვსტალის" ქარხანაში შეტევა მას შემდეგ დაიწყეს, რაც გაეროს კოლონამ დონეცკის რეგიონი დატოვა. ინფრომაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

"როგორც მოსალოდნელი იყო, მას შემდეგ, რაც გაეროს კოლონამ დონეცკის რეგიონი დატოვა, დამპყრობლებმა შეტევა დაიწყეს ,,აზოვსტალზე''. კერძოდ, ისინი ცდილობდნენ ხიდის გარღვევას, რომელიც ევაკუაციის კარიბჭე იყო,"- განაცხადა პეტრ აბდრიუშჩენკომ.

მერის მრჩეველმა აღნიშნა, რომ ძნელია იმის გაგება, თუ როგორ ებრძვიან უკრაინელი გმირები თავდასხმას და გამოთქვა იმედი, რომ ყველა დამცველი გადარჩება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში