რუსმა ოკუპანტებმა ოდესა დაბომბეს - დაიღუპა ერთი, დაშავდა რამდენიმე ადამიანი

10 მაისი 2022, 10:09 1125 ნახვა

რუსეთის ჯარებმა, ავიაციის გამოყენებით, ოდესაში შვიდი რაკეტა ისროლეს. თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ასევე დაიბომბა სავაჭრო ცენტრი და ორი სასტუმრო. არის მსხვერპლი.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სარაკეტო დარტყმები განხორციელდა ტურისტულ ინფრასტრუქტურაზე. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, ერთ-ერთი სარაკეტო იერიში ოდესაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტის დროს მიიტანეს.

საჰაერო განგაში იყო კიევში, მოსახლეობას თავშესაფარში გადასვლა ურჩიეს. განგაშის ხმა ისმოდა დონეცკში, ლუგანსკში, ხარკოვში, დნიპროში, ჩერნიგოვისა და სუმის ოლქებში. ტყის ხანძრებია ხერსონის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში