იაპონიამ 130 პირის აქტივები გაყინა, რომელთა შორის არის რუსეთის  პრემიერი მიშუსტინიც

10 მაისი 2022, 11:38 871 ნახვა

იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და 130-ზე მეტი პირის აქტივები გაყინა, რომელთა შორის რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიშუსტინიც არის. 

CNN-ის ინფორმაციით, ახალი სანქციები რუსეთის 8 მოქალაქესა და დონეცკისა და ლუგანსკის “სახალხო რესპუბლიკის” 133 წევრს ეხება.

გამოცემის ცნობით, სანქცირებულთა სიაში შედიან მიშუსტინი, ოლიგარქი ვლადიმერ ბოგდანოვი და ოლიგარქ გენადი ტიმჩენკოს ოჯახის წევრები.

სანქციები მარტში დაიწყო. იაპონიამ უკრაინაში დაწყებული ომის გამო, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და მისი ოჯახის წევრების აქტივების გაყინვა. 

რუსეთმა კი იაპონიას საპასუხო სანქციების დაუწესა. იაპონიის ოფიციალური პირებს რუსეთში შესვლა აეკრძალათ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში