უკრაინული მედია - „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე 100-ზე მეტი სამოქალაქო პირი რჩება

10 მაისი 2022, 10:34 878 ნახვა

ომის 76-ე დღეს რუსული არმიის სამიზნე  კვლავ საპორტო ქალაქი - მარიუპოლია. მარიუპოლში, "აზოვსტალის" ქარხანაზე იერიშები ისევ გრძელდება.

,,გადავარჩინოთ მარიუპოლი“ - სროლების პარალელურად - ,,აზოვსტალიდან’’ ჯარისკაცების გამოყვანის მოთხოვნით, საერთაშორისო პეტიციაზე  ხელმოწერები  გროვდება.  

უკრაინული მედიის ცნობით, პეტიციას უკვე ჰყავს    მილიონი ხელმომწერი  და ისინი დოკუმენტით   მოუწოდებენ  გაერო-ს და მსოფლიოს ლიდერებს, სასწრაფოდ დაიწყონ მარიუპოლიდან ევაკუაციის პროცედურა. მარიუპოლის დებლოკადასთან დაკავშირებით სამხედრო ოპერაცია მზადდება, - ამის შესახებ „აზოვის“  ყოფილმა  მეთაურმა ტელეგრამ არხით განაცხადა. 

მაქსიმ ჟორინის თქმით,  სამხედრო გეგმაზე მუშაობა დიპლომატიური პროცესების  პარალელურად მიმდინარეობს და მასზე უკრაინის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლები მუშაობენ. მისი თქმით, რთული სპეცოპერაციის მიუხედავად, დებლოკადაში მონაწილეობის სურვილი ასობით მოხალისემ გამოთქვა.

დონეცკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ქარხანაში 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე რჩება.   

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში