აშშ-ს წარმომადგენელთა პალატა უკრაინისთვის 40 მილიარდიან დახმარებას უყრის კენჭს

10 მაისი 2022, 10:40 845 ნახვა

დღეს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატა კენჭს უყრის  უკრაინის  დამატებითი დახმარების  პაკეტს, რომელიც  40 მილიარდ დოლარს მოიცავს.  ამის შესახებ პალატის უმრავლესობის ლიდერმა სტენი ჰოიერმა განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა  კონგრესს უკრაინისთვის გადაუდებელი დახმარების სახით 33 მილიარდი დოლარის გამოყოფისკენ მოუწოდა, ეს თანხები თავდაცვის სექტორს უნდა მოხმარდეს, ასევე გათვალისწინებულია  კიევისთვის ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად. 

აშშ-ს კონგრესის  უკრაინას  კიდევ 7 მილიარდ დოლარს გამოუყოფს სასურსათო დახმარებისა და სამხედრო აღჭურვილობისთვის. უოლ სთრით ჯორნალის თანახმად,  წარმომადგენელთა პალატაში პაკეტის დასამტკიცებლად  უბრალო უმრავლესობაც საკმარისია,  თუმცა სენატში რესპუბლიკელების მხარდაჭერა და მინიმუმ 60 ხმაა საჭირო.

სენატი ეწინააღმდეგება დახმარების პაკეტს და აღნიშნავს, რომ მათ „უნდა იცოდნენ, სად ხარჯავენ გამოყოფილ თანხებს“.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში