უკრაინელ ჟურნალისტებს პულიტცერის პრემიის სპეციალური ჯილდო გადაეცათ

10 მაისი 2022, 10:08 749 ნახვა

ჟურნალისტებს უკრაინიდან პულიცერის პრემიის სპეციალური ჯილდო გადაეცათ რუსეთის ინტერვენციის ობიექტურად გაშუქებისთვის.  სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ამგვარად, პულიცერის საბჭომ პატივი მიაგო უკრაინაში მიმდინარე ომის გაშუქებისას მოკლულ 12 ჟურნალისტს. 

საორგანიზაციო კომიტეტს ჟურნალისტების კონკრეტული ვინაობა არ დაუსახელებია. პულიტცერის პრემიის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული შეტყობინების თანახმად, უკრაინელი ჟურნალისტები დაჯილდოვდნენ სიმამაცის, გამძლეობისა და მოვლენების ობიექტურად გაშუქებისადმი ერთგულებისთვის.

პულიცერის პრიზი აშშ-ის ჟურნალისტიკის სფეროში ყველაზე საპატიო ჯილდოა, რომელიც 1917 წლიდან გადაეცემა. 

უკრაინაზე თავდასხმის დღიდან რუსი სამხედროების მიერ მოკლულია 20-ზე მეტი უკრაინელი და უცხოელი ჟურნალისტი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში