იზიუმში, სახლის ნანგრევებში 44 მშვიდობიანი მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს - უკრაინული მედია

10 მაისი 2022, 13:04 797 ნახვა

ხარკოვის რეგიონში, დროებით ოკუპირებულ იზუმში, სახლის ნანგრევების ქვეშ, რომელიც ოკუპანტებმა მარტში გაანადგურეს, 44 დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, ეს არის რუსი დამპყრობლების კიდევ ერთი საშინელი სამხედრო დანაშაული მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. 

თითქმის ერთთვიანი ბრძოლის შემდეგ, იზიუმზე კონტროლი რუსმა სამხედროებმა მარტის ბოლოს მოიპოვეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში