ლიეტუვის სეიმმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა

10 მაისი 2022, 13:34 818 ნახვა

ლიეტუვის სეიმმა ერთსულოვნად მიიღო რეზოლუციას, რომელიც უკრაინაში რუსეთის  ქმედებებს  გენოციდად , ხოლო რუსეთს- ტერორისტულ სახელმწიფოდ  აღიარებს. 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ  რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა და დაქირავებულმა მებრძოლებმა მასობრივი სამხედრო დანაშაულებები ჩაიდინეს უკრაინის ტერიტორიაზე, კონკრეტულად ქალაქებში ბუჩაში, ირპენში, მარიუპოლში, ბოროდიანკასა და ჰოსტომელში.  დოკუმენტის თანახმად,  რუსული ძალების ქმედებები განიხილება, როგორც უკრაინელი ერის, მათი სულისკვეთების  სრული ან ნაწილობრივი განადგურების მიზანი  მთელი ოჯახების მათ შორის ბავშვების ამოხოცვის, გატაცების, წამების, გაუპატიურების გზით, მათ შორის არასრულწლოვნებისაც.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ყველა დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს და, რომ ამისთვის საერთაშორისო თანასაზოგადოებამ უნდა შექმნას სპეციალური საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალი, რომელიც სუვერენული უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას გამოიძიებს და შეაფასებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში