პუტინი ამახინჯებს ისტორიას - ჯენ ფსაკი

10 მაისი 2022, 13:47 806 ნახვა

თეთრი სახლის სპიკერმა ჯენ ფსაკიმ  უკრაინის ომში ნატოს  მოკავშირეების ჩართულობის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ბრალდებას აბსურდული  უწოდა.  ამის შესახებ პრეს-სპიკერმა  ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მოსკოვში აღლუმზე ვლადიმირ პუტინის განცხადებები  ისტორიის რევიზიონისტური ვერსია იყო, რომელმაც დეზინფორმაციის ფორმა მიიღო. 

ვარაუდი იმისა, რომ ეს ომი, რომელსაც  პრეზიდენტი პუტინი ხელმძღვანელობს, დასავლეთის აგრესიით ან დასავლეთის გეგმებით იყო გამოწვეული, აშკარად მცდარი  და აბსურდულია. ფსაკიმ აღნიშნა, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის ბრძანება სწორედ რუსეთის პრეზიდენტმა გასცა.

გუშინ წითელ მოედანზე გამოსვლისას  რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა გააკეთა წინმსწრები დარტყმა და ეს იყო დროული და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში