სამუშაო შეხვედრა მესამე სექტორთან

10 მაისი 2022, 20:10 948 ნახვა

სავარაუდო მსხვერპლთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ყურადღება გაამახვილა იმ ფუნდამენტურ სიახლეებზე, რაც დაკავშირებულია გამომძიებლის დამოუკიდებლობის ხარისხის და მისი ფუნქციების გაზრდასთან. კერძოდ, პენიტენციურ დაწესებულებებში ბარიერების გარეშე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების შესვლას და საჩივრებზე დაუყოვნებლივ რეაგირებას. საგამოძიებო სამსახური, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის გაანალიზების საფუძველზე,  შიდა დოკუმენტების შემუშავებას იწყებს, რომელიც ასევე არსებულ საგამოძიებო გამოცდილებას დაეფუძნება. დოკუმენტმა უნდა უზრუნველყოს ყველა პოტენციური მსხვერპლის მაქსიმალური ჩართულობა სისხლის სამართლის საქმეებში, ასევე საქმის მასალებზე წვდომა და საგამოძიებო პროცესში მათი მოსაზრებების გაზიარება.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში