მედიკამენტის და კომპიუტერული ტექნიკის მალულად გადატანის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს

11 მაისი 2022, 10:30 1218 ნახვა

საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის კონტრაბანდის ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნივთის საბაჟო კონტროლისგან მალულად გადატანის მცდელობის ფაქტზე პასუხისგებაში ერთი პირი მისცეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლო“-ს გავლით, საქართველოდან სომხეთის რესპუბლიკის მიმართულებით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, თავისივე მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანაში სპეციალურად მოწყობილი სამალავით, შეეცადა სარეალიზაციოდ გადაეტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით მედიკამენტი და კომპიუტერული ტექნიკა.

ჯამში პროდუქციის ღირებულებამ 26 644 ლარი შეადგინა. 

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მოქალაქეს 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში