დასავლეთის სანქციები რუსეთის რეგიონების ხელმძღვანელთა გადადგომის მიზეზი ხდება

11 მაისი 2022, 10:09 613 ნახვა

რუსეთის რეგიონების რამდენიმე გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა, მასობრივი გათავისუფლების მიზეზად დასავლეთის სანქციები დაასახელეს.

გადადგომის შესახებ ტომსკის, სარატოვის, კიროვის ოლქების ხელმძღვანელებმა, ასევე მარი ელმა განაცხადეს, ხოლო რიაზანის ოლქის ხელმძღვანელმა თქვა, რომ ის არ აპირებს ახალი ვადით კენჭისყრას.

გუბერნატორების არჩევნები ხუთივე რეგიონში სექტემბერში უნდა ჩატარდეს. კრემლი ათავისუფლებს სუსტ გუბერნატორებს დასავლეთის სანქციებით გამოწვეული ქვეყნის ეკონომიკური პერსპექტივის გაუარესების ფონზე.

ახალ გუბერნატორებს მოუწევთ ეკონომიკის რესტრუქტურიზაცია, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც დასავლეთის ეკონომიკური გავლენა ყველაზე მნიშვნელოვანი იყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში