ვითარება უკრაინაში

11 მაისი 2022, 19:20 833 ნახვა

ომის 77-ე დღეს, რუსულმა არმიამ "აზოვსტალში" მეორე მიწისქვეშა საავადმყოფო გაანადგურა. "აზოვის" პოლკის თანამეთაურის  მაქსიმ ჟორინის  ინფორმაციით, რუსებმა გაანადგურეს ჰოსპიტალი, რის გამოც ჯარისკაცები სამედიცინო დახმარებას ვეღარ უზრუნველყოფენ. გარდა ამისა დღეს, თავდასხმა მოხდა ჩერნიგოვის რეგიონზე. მედიის ინფორმაციით, ცეცხლი ნაღმმტყორცნებიდან გახსნეს. ლუგანსკის ოლქში კი დაიბომბა თითქმის ყველა ქალაქი, დაზიანდა სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა რეგიონული სკოლა-ინტერნატი. სევეროდონეცკში დაზიანდა მაგისტრალური გაზსადენი - ქალაქი ელექტროენერგიის, წყლისა და გაზის გარეშეა დარჩენილი.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში