რუსეთმა საპასუხო სანქციები დაუწესა 31 ენერგოკომპანიას, რომელთა საშუალებითაც ევროპაში ბუნებრივი აირის ტრანზიტს ახორციელებდა

12 მაისი 2022, 10:16 880 ნახვა

რუსეთმა საპასუხო სანქციები დაუწესა ენერგეტიკულ კომპანიებს, რომელთა საშუალებითაც ევროპაში ბუნებრივი აირის ტრანზიტს ახორციელებდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

სასანქციო სიაში სულ 31 ორგანიზაცია მოხვდა გერმანიის, საფრანგეთის, ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყნისა და ასევე აშშ-სა და სინგაპურიდან. მათ შორისაა „გაზპრომ“ გერმანია და „ევროპოლ გაზიც".

სანქციების თანახმად, ასეთ კომპანიებთან რიგი ტრანზაქციის განხორციელება აღარ იქნება შესაძლებელი. კერძოდ, რუსეთის ხელისუფლება, იურიდიული პირები და მოქალაქეები ვერ შეძლებენ მათთან და მათ კონტროლქვეშ დაქვემდებარებულ ორგანიზაციებთან ტრანზაქციებს, მათ მიმართ დასრულებული ტრანზაქციების ვალდებულებების შესრულებას და მათ სასარგებლოდ ფინანსური ოპერაციების განხორციელებას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში