რუსეთი ყველაზე პირდაპირი საფრთხეა საერთაშორისო წესრიგისთვის ​- ევროკომისიის პრეზიდენტი

12 მაისი 2022, 10:43 939 ნახვა

ევროკომისიის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ  რუსეთი ყველაზე პირდაპირი საფრთხეა საერთაშორისო წესრიგისთვის უკრაინაში ამ სასტიკი ომის გამო. ურსულა ფონ დერ ლაიენმა  ეს განცხადება ტოკიოში  გააკეთა, სადაც  ქვეყნის პრემიერ-მინისტრს შეხვდა.

ფუმიო კიშიდას თქმით, კი  „რუსეთის უკრაინაში შეჭრა არამხოლოდ ევროპას ეხება, არამედ არყევს საერთაშორისო წესრიგის საფუძველს, მათ შორის აზიაში, რაც არ უნდა იქნას შეწყნარებული“.  ევროკავშირის ლიდერების თქმით, ევროკავშირს სურს გახდეს უფრო მსხვილი აქტორი აზიაში.

მხარეები შეთანხმდნენ გააძლიერონ პარტნიორობა რუსეთთან ბრძოლაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში