მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს

12 მაისი 2022, 10:56 821 ნახვა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან თბილისში, კლინიკა ,,ვივამედში'' გადაიყვანეს.

„ვივამედთან“ უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია და მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტისთვის სამოქალაქო კლინიკაში სამედიცინო კვლევების ჩატარება  იგეგმება. იუსტიციის მინისტრის განცხადებით,  საჭიროების შემთხვევაში, სააკაშვილს ჩაუტარდება შესაბამისი მკურნალობაც.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში