"აზოვსტალში" ქართველი მებრძოლი, 27 წლის ტატო ბიგვავა დაიღუპა

12 მაისი 2022, 14:08 1064 ნახვა

 

"აზოვსტალში" კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 27 წლის ტატო ბიგვავა დაიღუპა. ის წლებია მშობლებთან ერთად უკრაინაში ცხოვრობს. ბიგვავას ოჯახი სოხუმიდან დევნილია.

არსებული ცნობით, ის უკრაინის მოქალაქე იყო. ტატო ბიგვავა „აზოვის“ ბატალიონში 2014 წლიდან ირიცხება.

დაღუპული წარმოშობით ზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზნიდან არის. ამ დროისთვის უცნობია, ჩამოასვენებენ თუ არა მას სამშობლოში.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ერთი თვის წინ ტატო ბიგვავა სიმამაცისთვის დააჯილდოვა.

არსებული ინფორმაციით, ბიგვავა დაღუპვამდე ჯერ თავშესაფრიდან ბავშვებისა და მოხუცების ევაკუაციისთვის, ჰუმანიტარული დერეფნის უსაფრთხოებას იცავდა, ამის შემდეგ კი ტერიტორიის პატრულირებისას, აფეთქება მოხდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში