უკრაინაში ჩადენილი ბევრი დარღვევა ომის დანაშაულია - გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭო

12 მაისი 2022, 13:57 1363 ნახვა

ბოლო კვირებში უკრაინის დედაქალაქის მიმდებარე რაიონში აღმოჩენილია ათასობით გვამი და დაფიქსირებულია  ბევრი დარღვევა, რომელსაც ახლა განიხილავენ და რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ განხორციელდა.

ეს ფაქტები შესაძლოა ომის დანაშაულს გაუთანაბრდეს - ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა უწყების ხელმძღვანელმა მიშელ ბაჩელეტმა განაცხადა.

„კანონგარეშე მკვლელობების ოდენობა, განუკითხავად დახვრეტის შემთხვევების ჩათვლით, კიევის ჩრდილოეთის რეგიონებში, შოკის მომგვრელია“ - თქვა მან ჟენევაში ადამიანის უფლებების საბჭოსადმი ვიდეო მიმართვაში.

საბჭომ ახლა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ოფიციალური გამოძიების დაწყების შესახებ იმ მოვლენების გარშემო, რომლებიც მოხდა კიევის ჩრდილოეთში და სხვა რეგიონებში თებერვლის ბოლოს და მარტში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში