რუსმა ოკუპანტებმა დილით სახმელეთო ოპერაცია დაიწყეს, მტერი "აზოვსტალის" აღებას ცდილობს - უკრაინული მედია

13 მაისი 2022, 10:31 1292 ნახვა

რუსი ოკუპანტები არ წყვეტენ ,,აზოვსტალის'' აღების მცდელობებს, 13 მაისის დილით დამპყრობლები ცდილობენ ქარხნის ტერიტორიაზე შეჭრას. ინფორმაციას უკრაინული მედია მარიუპოლის მერის მრჩეველზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის გენშტაბის დილის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ მტრის ძირითადი ძალისხმევა კვლავ კონცენტრირებულია უკრაინული ჯარების ბლოკირებაზე "აზოვსტალის" ქარხნის მიდამოში.

ამავდროულად, მარიუპოლის მერის მრჩეველმა განაცხადა, რომ ოკუპანტები "აზოვსტალში", ტერიტორიის დაბომბვით ცდილობენ ქარხანაში შეაღწიონ ბუნკერებსა და სამალავებში. მან შესაბამისი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ გადადიან რუსი ჯარისკაცები ქარხნის ტერიტორიაზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში