რესპუბლიკელმა სენატორმა უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის გამოყოფის ინიციატივა დაბლოკა

13 მაისი 2022, 10:09 526 ნახვა

რესპუბლიკელმა სენატორმა რენდ პოლმა უკრაინისთვის 40 მილიარდ დოლარიანი დახმარების პაკეტი დაბლოკა.

პოლმა მოითხოვა დახმარების შესახებ კანონპროექტში შეიტანონ ნორმა სპეციალური საზედამხედველო ორგანოს შექმნის შესახებ, რომელიც თანხის გამოყენებას გააკონტროლებს.

სენატორის ამ ნაბიჯის გამო უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის კანონპროექტის კენჭისყრა შემდეგ კვირაში შედგება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში