სამხრეთ კავკასია მშვიდობის ზონად უნდა გადაიქცეს - ლავროვი

13 მაისი 2022, 14:06 1335 ნახვა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის  თქმით, მოსკოვს სურს სამხრეთ კავკასია მშვიდობის ზონად გადაიქცეს. "რუსული მხარე დაინტერესებულია, რომ სამხრეთ კავკასია მშვიდობის, მდგრადი განვითარების და აღორძინების ზონად გადაიქცეს'' - თქვა ლავროვმა, რომელიც აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო მინისტრებს, ჯეიჰუნ  ბაირამოვსა და არარატ მირზოიანს დუშანბეში დსთ-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის ფარგლებში 12 მაისს შეხვდა.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა სომხეთთან "სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მუშაობის მზადყოფნა გამოთქვა“.

მან ისაუბრა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის საკითხსა და დელიმიტაციის საკითხთა კომისიაში მხარეების შემადგენლობის შესახებ.  მისი აზრით, ეს პროცესი უახლოეს მომავალში შეიძლება დაიწყოს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში