საკვალიფიკაციო ტურნირი ჭადრაკში

13 მაისი 2022, 14:11 911 ნახვა

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით ბათუმში დასრულდა საკვალიფიკაციო ტურნირი ჭადრაკში, რომელიც მიზნად  ისახავდა ახალგაზრდა მოჭადრაკეთათვის მეხუთე თანრიგის მინიჭებას. შეჯიბრებაში აჭარისა და გურიის რეგიონიდან სამოცდაათამდე  ბავშვი მონაწილეობდა. ამათგან ოცდასამმა სავალდებულო ნორმატივი შეასრულა და თანრიგიც მიიღო.

ასპარეზობის მთავარი მსაჯი საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ლეონიდ ნეურონოვი იყო, რომელთან ერთადაც მსაჯთა კოლეგიამ საბოლოოდ გამარჯვებული და პრიზიორები გამოავლინა და ახალგაზრდა სპორტსმენებს სათანადო თანრიგები კოეფიციენტების მიხედვით მიანიჭა.

ტურნირის გამარჯვებული კი ოზურგეთელი გიორგი სირბილაძე გახდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში