თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ჩამონათვალი გაიზარდა

13 მაისი 2022, 16:46 2111 ნახვა

თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ჩამონათვალი გაიზარდა. წამლების შეძენა 7 დიდ სააფთიაქო ქსელშია შესაძლებელი. იაფი მედიკამენტები „ფარმადეპო“-ს, „ავერსი“-ს, „PSP“-ს, „იმპექსი“-ს, „GPC”-ს, „ფარმსახლი“-ს და „დოიჩე აფთიაქი“-ს ქსელშია ხელმისაწვდომი. ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე განმარტებით, თურქეთიდან იმპორტირებული წამლები, მიმდინარე წლის მარტსა და აპრილში, 100 000-ზე მეტმა მომხმარებელმა შეიძინა, რითაც მოქალაქეებმა, საერთო ჯამში, 35 მილიონ ლარამდე დაზოგეს.

სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, მედიკამენტების ფასი, საშუალოდ, 60-80%-ით შემცირდა.

თურქეთიდან იმპორტირებული წამლების ჩამონათვალი მოწოდებულია ფარმაცევტული სექტორის მიერ და განახლდება კომპანიებისგან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად.

მედიკამენტების ჩამონათვალსა და აფთიაქებს, სადაც მათი შეძენა არის შესაძლებელი გაეცნობით ამ ბმულზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში