დიდი შვიდეული უკრაინის ომსა და შედეგებზე

13 მაისი 2022, 20:11 958 ნახვა

უკრაინიდან სოფლის მეურნეობის სასიცოცხლო მნიშვნელობის ტვირთი ჩარჩენილია რუსული არმიის მიერ დაბლოკილ პორტებში, შეჩერებულია გადაზიდვები უკრაინიდან,  რომელიც მარცვლეულის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი ქვეყანაა. ეს კი გლობალურ სასურსათო კრიზისში გადაიზარდა - აღნიშნეს, გერმანიაში დიდი შვიდეულის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, სადაც  რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ომის გლობალურ შედეგებზე  მსჯელობენ. გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელი   რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს გახსნას უკრაინის შავი ზღვის პორტები, რათა თავიდან აიცილოს პოტენციური გლობალური კატასტროფა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მსოფლიოში მილიონობით ადამიანი შეიძლება დაიღუპოს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში