ტყვეთა გაცვლა ჩიხშია

13 მაისი 2022, 20:26 1058 ნახვა

რუსეთი და უკრაინა ვერ შეთანხმდა ტყვეები გაცვალონ. კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინელ მებრძოლებს შეუძლიათ, გამოვიდნენ „აზოვსტალის“ ქარხნიდან, თუ ისინი იარაღს დაყრიან. მისი თქმით, ჯერ კიდევ ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მარიუპოლის დატოვება ყველა მშვიდობიან მოქალაქეს შეუძლია ნებისმიერი მიმართულებით და „აზოვსტალის“ ქარხანაში მყოფ მებრძოლებს იარაღის დაყრისკენ მოუწოდა. პარალელურად, უკრაინის ყოფილი სამი პრეზიდენტი მსოფლიო ლიდერებს მიმართავს, ხელისუფლებას დაეხმარონ „აზოვსტალში“ მყოფი სამოქალაქო და სამხედროების გადარჩენაში. მარიუპოლში მდებარე ფოლადის ქარხანა უკვე რამდენიმე თვეა საერთაშორისო მედიის ყურადღების ეპიცენტრშია. „აზოვსტალის“ ბუნკერებში თავს უკრაინელი სამხედროები, მათ შორის ლეგიონ „აზოვის“ წევრები აფარებენ და პოზიციებს უკვე 79 დღეა იცავენ.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში