ომის 80 დღე - 227 დაღუპული და 420-ზე მეტი დაჭრილი ბავშვი 

14 მაისი 2022, 15:08 915 ნახვა

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან მე-80 დღეს ოკუპანტები აგრძელებენ სრულმასშტაბიან შეიარაღებულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და მათი მთავარი მიზანი დონეცკის, ლუგანსკისა და ხერსონის რეგიონებზე სრული კონტროლის დამყარება და დროებით ოკუპირებულ ყირიმთან სახმელეთო დერეფნის უზრუნველყოფაა, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება.

გენშტაბის ცნობებით, აგრესორი აგრძელებს ბრძოლას აღმოსავლეთის ოპერატიულ ზონაში, ახორციელებს საცეცხლე მოქმედებებს როგორც ფრონტის მთელ ხაზზე ასევე უკრაინული არმიის თავდაცვის სიღრმეებში.

მოცემულ ეტაპზე, მათი ყველაზე ფართო აქტივობები ფიქსირდება სლობოჟანსკისა და დონეცკის მიმართულებებით.

გარდა ამისა, გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე სარაკეტო დაბომბვების საფრთხე კვლავ ნარჩუნდება.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში