უკრაინული ჯარის წარმატებული კონტრშეტევები 

14 მაისი 2022, 17:27 971 ნახვა

ოკუპანტი ტაქტიკას ცვლის - ომის მე-80 დღეს რუსული ჯარები ხარკოვს ტოვებენ. ოლქზე კონტროლი უკრაინელმა ჯარისკაცებმა თითქმის სრულად აღადგინეს. მოქალაქეები მშობლიურ კერას უბრუნდებიან.

რუსული სისასტიკის შემდეგ, იქ ზოგიერთ მათგანს ოჯახის წევრი აღარ დახვდა ზოგს კი საკუთარი სახლი. ბოლო ინფორმაციით  უკრაინელი სამხედროები კონტრშეტევაზე იზიუმის მმიმართულებითაც გადავიდნენ. 

ახლა რუსი ჯარისკაცების ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ ისევ რჩება დონეცკის ოლქი, სადაც თავდასხმებს ბოლო 24 საათში არაერთი მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა.

რთული ვითარებაა ხერსონში, ქალაქი კვლავ ოკუპანტების ტყვეობაშია, ასევე ვითარება მძიმეა ნიკოლაევში, სადაც საბრძოლო მოქმედებები ინტენსიურად მიმდინარეობს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში