ომი უკრაინაში - 80-ე დღეს რუსეთი უკან იხევს

14 მაისი 2022, 20:03 913 ნახვა

უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსებს უკან ახევინებენ, ოკუპანტები ხარკოვიდან გადიან. რუსეთი უკან იხევს ერთი მხრივ, უკრაინის კონტრშეტევების და მეორე მხრივ, შეზღუდული რესურსების გამო - ასე აფასებს პროცესებს ომის გამოძიების ამერიკული ინსტიტუტი.

''ამრიგად, უკრაინამ, როგორც ჩანს, მოიგო ბრძოლა ხარკოვისთვის'' - ფიქრობენ ინსტიტუტის ექსპერტები. რუსების სამიზნე ისევ მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხანაა.

იქ როგორც იცით აზოვის პოლკის მებრძოლები აფარებენ თავს და რუსეთის საჰაერო და სახმელეთო იერიშების მიუხედავად დანებებას არ აპირებენ.

სულ ცოტა ხნის წინ მებრძოლების ოჯახის წევრებმა ბრიფინგი გამართეს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში